понедельник, 19 ноября 2012 г.

მთავარი გვერდი


-„რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონებაჩლუნგი?

-იმიტომ, რომ მას არ ჰქონდა სათამაშო“.


ალბათ ყველას გახსოვთ ეს ფრაზა, თუმცა მეცნიერებს და მკვლევარებს თუ დავუჯერებთ, შეიძლება მათი  აზრი ეჭვქვეშ დავაყენოთ, იმიტომ, რომ საუკუნეების წინათაც არსებობდა სათამაშოები და მათ სწორედ ისეთივე დანიშნულება ჰქონდათ, როგორიც დღეს. თამაში ბავშვისთვის  ისეთივე აუცილებელია, როგორც საკვები, სუფთა ჰაერი და ჰიგიენა. გადაჭარბებულად არ მოგეჩვენებათ, თუ გავიხსენებთ, რომ სწორედ თამაშით სწავლობს პატარა ადამიანი საყაროს, თამაშით ივითარებს წარმოსახვას, ინტელექტს, ფანტაზიას, თამაშით იქმნის წარმოდგენას გარე სამყაროს შესახებ. სწორედ სათამაშოებთან ატარებს დროის უმეტეს ნაწილს.

სწორედ აღნიშნული თემა გახლდათ ჩვენი პროექტის  მოტივი, რომელიც განხორციელდა ჩვენი კლასის მოსწავლეებისა და მათი მშობლების უშუალო მონაწილეობითა და მხარდაჭერის შედეგად.


პროექტზე მუშაობა დავალებების განაწილებით დავიწყეთ.


პროექტის გეგმა


1.პროექტის სახელი„ჩვენ და თამაშები“
2.პროექტის მოკლე აღწერაბავშვები უფრო მეტს გაიგებენ სხვადასხვა დროის თამაშებსა  თუ სათამაშოებზე; მოისმენენ სხვადასხვა თაობის აზრს კომპიუტერულ თამაშებზე.ისწავლიან ხელნაკეთი სათამაშოების დამზადებას
3.პროექტის  სრული აღწერა:
საწყის ეტაპზე შევარჩევ საპროექტო ჯგუფებს.
შერჩევა მოხდება მიზნობრივად (გონებრივი შესაძლებლობებისა და ხელგარჯილობის უნარ-ჩვევების მიხედვით).ჯგუფებს მიეცემათ სამუშაომოიძიონ ინფორმაცია სათამაშოს შესახებ უძველესი დროიდან დღემდეგაავლებეპარალელებს თანამედროვე სათამაშოსთანაღწერ - რით ერთობიან ბავშვები დღეს,რომელია ყველაზე პოპულარული სათამაშო. დაამზადებენ სათამაშოებს სხვადასხვა მასალისაგან და გამოფენენ „სათამაშოების მაღაზიაში“, ჩაატარებე გამოკითხვას  სკოლის დირექტორთან, მშობლებთან, დაწყებითი საფეხურის  ბავშვებთან,თუ რა ტიპის თამაშებით ერთობიან;  მოიძიებენ ინტერნეტში მასალას კომპიუტერული თამაშების სასარგებლო და მავნე ეფექტების შესახებ, მოეწყობა დისკუსია  მოსწავლეების,მშობლებისა და დამსწრე საზოგადოების მონაწილეობით. შეიქმნება კედლის გაზეთი, მოეწყობა პრეზენტაცია, მოხდება შედეგების ანალიზი და გაკეთდება დასკვნები.
 4.მონაწილეთა ასაკი: 6-7 წელი
5.ვადები/ხანგრძლივობა: ორი კვირა
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
v  ინფორმაციის მოძიება
v  თოჯინების დამზადება
v  ინტერვიუები
v  დისკუსიები
v  სლაიდ-შოუს ჩვენება
v  პიესის გათამაშება როლებში
v  პროექტის ამსახველი სტენდის გაკეთება,ფოტო-ალბომის შექმნა
v  პრეზენტაციები
v  ბლოგის განახლება
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
გაიფართოვებენ გონებრივ ჰორიზონტს; ისწავლიან სათამაშოების დამზადებას; განივითარებენ ჯგუფში მუშაობის,სხვებისთვის აზრის გაზიარებისურთიერთთანამშრომლობისშემოქმედებით, დისკუსიის უნარგამოუმუშავდებათისტ-ის გამოყენების უნარ-ჩვევებ, ინტერვიუს აღების, ლიტ-ზე მუშაობის,  მასალის მოძიებისა,შეფასებისა და  ანალიზის უნარები.
მოამზადებე კედლის გაზეთებ,დაამზადებე სათამაშოებ და მოაწყობე გამოფენას;
გადაიღებენ ფოტოებს და შექმნიან პროექტის ამსახველ სტენდსშეიქმნება ბლოგი.
8.სარგებელი სხვებისათვის:
 გაცნობა იმ ადამიანებისავინც არ არის ჩართული პროექტში
9.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართული ენა:
ქართ. I.  1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და ადეკვატურად აღიქვას მარტივი ინფორმაცია; შეუძლია სწორად რეაგირება ნაცნობ სამეტყველო სიტუაციებში.

მონაწილეობს სიტუაციურ თამაშებში, ჯგუფურ აქტივობებში და საჭიროების მიხედვით ადეკვატურად ცვლის სამეტყველო როლებს (უსმენს სხვებს, სვამს/ პასუხობს შეკითხვებს);
ქართ. I. 4. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
ქართ. I. 15. მოსწავლეს შეუძლია გარკვეული საყრდენების დახმარებით მარტივი ყოფითი ტექსტების წერა.
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება:
ს.გ.I.2.  მოსწავლეს შეუძლია მიმართს სხვადასხვა მასალას, ტექნიკას და პროცედურას ნამუშევრის შექმნისას.
ს.გ.I.7. მოსწავლეს შეუძლია წარადგინოს ინდივიდუალურ და ჯგუფურ ნამუშევრები,    გამოთქვას აზრი საკუთარ და თანაკლასელთა ნაშრომებზე.
ს.გ.I.9. მოსწავლე მონაწილეობს სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.
 ისტ:
ახდენს ინფორმაციის მოპოვებას და მის სხვებთან გაცვლას კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით,მათ შორისთანაკლასელების,მასწავლებლის ან მშობლის დახმარებით.
10.სამუშაო ენა: ქართული
11.პროექტის ფასილიტატორებ:  ხ.ფირცხალაშვილი
12. პროექტის ვებ-ბლოგი: http://chvendatamashebi.blogspot.com/

воскресенье, 18 ноября 2012 г.

პროექტის პრეზენტაცია


პროექტის პრეზენტაცია მეტად მრავალფეროვანი იყო. გაწეული საქმიანობის შეჯამების შემდეგ, მშობლებიც აქტიურად ჩავრთეთ მსვლელობაში:
მათ მივმართეთ კითხვით-როგორ ფიქრობთ, კომპიუტერული თამაშები რა ზეგავლენას ახდენს ბავშვზე?

 ჩავატარეთ მშობელთა გამოკითხვა-„რამდენად კარგად იცნობთ თქვენს შვილს?“
მანამდე კი წერილობით გამოვიკითხე, თუ რომელ ბავშვს რომელი თამაში უყვარდა ყველაზე მეტად. გამოკითხვის შედეგად მშობლების დიდმა ნაწილმა სწორად გაცსა პასუხი შეკითხვას. აღმოჩნდა, რომ ისინი მეტ-ნაკლებად კარგად იცნობენ საკუთარი შვილების ხასიათს.

 გვქონდა ხელთნაკეთი სათამაშოების მაღაზიის პრეზენტაციაც, რომელშიც გამოიფინა ბავშვების ხელით სხვადასხვა მასალისაგან დამზადებული სათამაშოები.

 წარმოვადგინეთ პიესა მათ მიერ დამზადებული სათამაშოებით.

პროექტმა საინტერესოდ ჩაიარა და მშობლებისა და მასწავლებლების დიდი მოწონებაც დაიმსახურა.  ბავშვებმა კი ბევრი გაიგეს  მათი საყვარელი თამაშებისა და სათამაშოების შესახებ, გააცნობიერეს კომპიუტერული თამაშების დიდი დოზით გამოყენების მავნე შედეგები, ისწავლეს სათამაშოების დამზადება, გახდნენ უფრო კომუნიკაბელურები, დაუმეგობრდნენ სხვა კლასების მოსწავლეებსაც.
ორკვირიანი, საკმაოდ შრომატევადი მუშაობა,  დავასრულეთ იმ იმედით, რომ კვლავ გავაკეთებდით მსგავს პროექტებს.
მშობელთა გამოკითხვა "როგორ ვიცნობ ჩემს შვილს?"


მათე და მარი გვიამბობენ სათამაშოების ისტორიას



სლაიდ-შოუს ჩვენება

სამახსოვრო ფოტო მაძიებლებთან და პროექტის მონაწილეებთან ერთად



დირექტორთან და მაძიებლებთან ერთად

მშობლები აფასებენ ჩვენს ნამუშევარს

ხელთნაკეთი სათამაშოების დამზადება




პროექტის კუთხე







მკითხველთა თეატრი

პროექტის პრეზენტაცია გაახალისა და ლაზათი შეჰმატა ბავშვების მიერ წარმოდგენილმა პიესამ, რომელშიც გამოყენებული იყო მათ მიერ დამზადებული სათამაშოები. მოსწავლეებმა აქტიურად და ხალისით მოირგეს როლები და მაყურებელზეც შთაბეჭდილება მოახდინეს.












კედლის გაზეთი









პრეზენტაციები

გთავაზობთ პრეზენტაციებიდან ფრაგმენტებს: