воскресенье, 18 ноября 2012 г.

პროექტის პრეზენტაცია


პროექტის პრეზენტაცია მეტად მრავალფეროვანი იყო. გაწეული საქმიანობის შეჯამების შემდეგ, მშობლებიც აქტიურად ჩავრთეთ მსვლელობაში:
მათ მივმართეთ კითხვით-როგორ ფიქრობთ, კომპიუტერული თამაშები რა ზეგავლენას ახდენს ბავშვზე?

 ჩავატარეთ მშობელთა გამოკითხვა-„რამდენად კარგად იცნობთ თქვენს შვილს?“
მანამდე კი წერილობით გამოვიკითხე, თუ რომელ ბავშვს რომელი თამაში უყვარდა ყველაზე მეტად. გამოკითხვის შედეგად მშობლების დიდმა ნაწილმა სწორად გაცსა პასუხი შეკითხვას. აღმოჩნდა, რომ ისინი მეტ-ნაკლებად კარგად იცნობენ საკუთარი შვილების ხასიათს.

 გვქონდა ხელთნაკეთი სათამაშოების მაღაზიის პრეზენტაციაც, რომელშიც გამოიფინა ბავშვების ხელით სხვადასხვა მასალისაგან დამზადებული სათამაშოები.

 წარმოვადგინეთ პიესა მათ მიერ დამზადებული სათამაშოებით.

პროექტმა საინტერესოდ ჩაიარა და მშობლებისა და მასწავლებლების დიდი მოწონებაც დაიმსახურა.  ბავშვებმა კი ბევრი გაიგეს  მათი საყვარელი თამაშებისა და სათამაშოების შესახებ, გააცნობიერეს კომპიუტერული თამაშების დიდი დოზით გამოყენების მავნე შედეგები, ისწავლეს სათამაშოების დამზადება, გახდნენ უფრო კომუნიკაბელურები, დაუმეგობრდნენ სხვა კლასების მოსწავლეებსაც.
ორკვირიანი, საკმაოდ შრომატევადი მუშაობა,  დავასრულეთ იმ იმედით, რომ კვლავ გავაკეთებდით მსგავს პროექტებს.
მშობელთა გამოკითხვა "როგორ ვიცნობ ჩემს შვილს?"


მათე და მარი გვიამბობენ სათამაშოების ისტორიას



სლაიდ-შოუს ჩვენება

სამახსოვრო ფოტო მაძიებლებთან და პროექტის მონაწილეებთან ერთად



დირექტორთან და მაძიებლებთან ერთად

მშობლები აფასებენ ჩვენს ნამუშევარს

Комментариев нет:

Отправить комментарий