понедельник, 19 ноября 2012 г.
პროექტის გეგმა
1.პროექტის სახელი: „ჩვენ და თამაშები“
2.პროექტის მოკლე აღწერა: ბავშვები უფრო მეტს გაიგებენ სხვადასხვა დროის თამაშებსა თუ სათამაშოებზე; მოისმენენ სხვადასხვა თაობის აზრს კომპიუტერულ თამაშებზე.ისწავლიან ხელნაკეთი სათამაშოების დამზადებას
3.პროექტის სრული აღწერა:
საწყის ეტაპზე შევარჩევ საპროექტო ჯგუფებს.
შერჩევა მოხდება მიზნობრივად (გონებრივი შესაძლებლობებისა და ხელგარჯილობის უნარ-ჩვევების მიხედვით).ჯგუფებს მიეცემათ სამუშაო: მოიძიონ ინფორმაცია სათამაშოს შესახებ უძველესი დროიდან დღემდე; გაავლებენპარალელებს თანამედროვე სათამაშოსთან, აღწერენ - რით ერთობიან ბავშვები დღეს,რომელია ყველაზე პოპულარული სათამაშო. დაამზადებენ სათამაშოებს სხვადასხვა მასალისაგან და გამოფენენ „სათამაშოების მაღაზიაში“, ჩაატარებენ გამოკითხვას სკოლის დირექტორთან, მშობლებთან, დაწყებითი საფეხურის ბავშვებთან,თუ რა ტიპის თამაშებით ერთობიან; მოიძიებენ ინტერნეტში მასალას კომპიუტერული თამაშების სასარგებლო და მავნე ეფექტების შესახებ, მოეწყობა დისკუსია მოსწავლეების,მშობლებისა და დამსწრე საზოგადოების მონაწილეობით. შეიქმნება კედლის გაზეთი, მოეწყობა პრეზენტაცია, მოხდება შედეგების ანალიზი და გაკეთდება დასკვნები.
4.მონაწილეთა ასაკი: 6-7 წელი
5.ვადები/ხანგრძლივობა: ორი კვირა
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
v ინფორმაციის მოძიება
v თოჯინების დამზადება
v ინტერვიუები
v დისკუსიები
v სლაიდ-შოუს ჩვენება
v პიესის გათამაშება როლებში
v პროექტის ამსახველი სტენდის გაკეთება,ფოტო-ალბომის შექმნა
v პრეზენტაციები
v ბლოგის განახლება
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
გაიფართოვებენ გონებრივ ჰორიზონტს; ისწავლიან სათამაშოების დამზადებას; განივითარებენ ჯგუფში მუშაობის,სხვებისთვის აზრის გაზიარების, ურთიერთთანამშრომლობის, შემოქმედებით, დისკუსიის უნარს; გამოუმუშავდებათისტ-ის გამოყენების უნარ-ჩვევები, ინტერვიუს აღების, ლიტ-ზე მუშაობის, მასალის მოძიებისა,შეფასებისა და ანალიზის უნარები.
მოამზადებენ კედლის გაზეთებს,დაამზადებენ სათამაშოებს და მოაწყობენ გამოფენას;
გადაიღებენ ფოტოებს და შექმნიან პროექტის ამსახველ სტენდს; შეიქმნება ბლოგი.
8.სარგებელი სხვებისათვის:
გაცნობა იმ ადამიანებისა, ვინც არ არის ჩართული პროექტში
9.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართული ენა:
ქართ. I. 1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და ადეკვატურად აღიქვას მარტივი ინფორმაცია; შეუძლია სწორად რეაგირება ნაცნობ სამეტყველო სიტუაციებში.
მონაწილეობს სიტუაციურ თამაშებში, ჯგუფურ აქტივობებში და საჭიროების მიხედვით ადეკვატურად ცვლის სამეტყველო როლებს (უსმენს სხვებს, სვამს/ პასუხობს შეკითხვებს);
ქართ. I. 4. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
ქართ. I. 15. მოსწავლეს შეუძლია გარკვეული საყრდენების დახმარებით მარტივი ყოფითი ტექსტების წერა.
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება:
ს.გ.I.2. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა მასალას, ტექნიკას და პროცედურას ნამუშევრის შექმნისას.
ს.გ.I.7. მოსწავლეს შეუძლია წარადგინოს ინდივიდუალური და ჯგუფური ნამუშევრები, გამოთქვას აზრი საკუთარ და თანაკლასელთა ნაშრომებზე.
ს.გ.I.9. მოსწავლე მონაწილეობს სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.
ისტ:
•ახდენს ინფორმაციის მოპოვებას და მის სხვებთან გაცვლას კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით,მათ შორისთანაკლასელების,მასწავლებლის ან მშობლის დახმარებით.
10.სამუშაო ენა: ქართული
11.პროექტის ფასილიტატორები: ხ.ფირცხალაშვილი
12. პროექტის ვებ-ბლოგი: http://chvendatamashebi.blogspot.com/воскресенье, 18 ноября 2012 г.
პროექტის პრეზენტაცია
პროექტის პრეზენტაცია მეტად მრავალფეროვანი იყო. გაწეული
საქმიანობის შეჯამების შემდეგ, მშობლებიც აქტიურად ჩავრთეთ მსვლელობაში:
მათ მივმართეთ კითხვით-როგორ ფიქრობთ, კომპიუტერული თამაშები
რა ზეგავლენას ახდენს ბავშვზე?
ჩავატარეთ მშობელთა გამოკითხვა-„რამდენად კარგად
იცნობთ თქვენს შვილს?“
მანამდე კი წერილობით გამოვიკითხე, თუ რომელ ბავშვს
რომელი თამაში უყვარდა ყველაზე მეტად. გამოკითხვის შედეგად მშობლების დიდმა ნაწილმა
სწორად გაცსა პასუხი შეკითხვას. აღმოჩნდა, რომ ისინი მეტ-ნაკლებად კარგად იცნობენ საკუთარი
შვილების ხასიათს.
გვქონდა ხელთნაკეთი სათამაშოების მაღაზიის პრეზენტაციაც,
რომელშიც გამოიფინა ბავშვების ხელით სხვადასხვა მასალისაგან დამზადებული სათამაშოები.
წარმოვადგინეთ პიესა მათ მიერ დამზადებული სათამაშოებით.
პროექტმა საინტერესოდ ჩაიარა და მშობლებისა და მასწავლებლების
დიდი მოწონებაც დაიმსახურა. ბავშვებმა კი ბევრი
გაიგეს მათი საყვარელი თამაშებისა და სათამაშოების
შესახებ, გააცნობიერეს კომპიუტერული თამაშების დიდი დოზით გამოყენების მავნე შედეგები,
ისწავლეს სათამაშოების დამზადება, გახდნენ უფრო კომუნიკაბელურები, დაუმეგობრდნენ სხვა
კლასების მოსწავლეებსაც.
ორკვირიანი, საკმაოდ შრომატევადი მუშაობა, დავასრულეთ იმ იმედით, რომ კვლავ გავაკეთებდით მსგავს პროექტებს.
ორკვირიანი, საკმაოდ შრომატევადი მუშაობა, დავასრულეთ იმ იმედით, რომ კვლავ გავაკეთებდით მსგავს პროექტებს.
ინტერვიუები
III ჯგუფი_interviu
direqtorTan
მოსწავლეებმა შეადგინეს კითხვები თემასთან დაკავშირებით და საქმიანი იერით გაეშურნენ სკოლის დირექტორთან.
მოსწავლეებმა შეადგინეს კითხვები თემასთან დაკავშირებით და საქმიანი იერით გაეშურნენ სკოლის დირექტორთან.
კითხვები დაახლოებით ასე ჩამოაყალიბეს:
-რას თამაშობდით ბავშვობაში?
-რა იყო თქვენი საყვარელი
სათამაშო?
-წიგნის კითხვაში ხომ არ შეუშლია თამაშს ხელი?;
-თქვენი შვილიშვილი
როგორ თამაშებს ანიჭებს უპირატესობას?
-რას გვირჩევდით მომავალ
თაობას? და ა.შ.
ინტერვიუ დირექტორთან |
IV jgufi_interviu
mSoblebTan
bavSvebma
mSoblebsაც dausves maT mier SerCeuli kiTxvebi saTamaSoebTan da TamaSebTan
dakavSirebiT;
gaiges, ra damokidebuleba aqvT
mSoblebs kompiuterul TamaSebTan, მოეწყო დისკუსია მოსწავლეების, მშობლებისა და დამსწრე საზოგადოების მონაწილეობით.
ინტერვიუ მშობლებთან |
კვლევები
Sedga jgufebi da davalebebi ასე gadanawilda :
I ჯგუფი-კვლევა ჩვენს კლასში
II ჯგუფი- კვლევა დაწყებით კლასებში
III ჯგუფი-
ინტერვიუები დირექტორთან
IVჯგუფი-ინტერვიუ მშობლებთან
I ჯგუფი_kvleva Cvens klasSi
გადავწყვიტეთ კლასში ჩაგვეტარებინა გამოკითხვა, თუ ვინ
როგორ თამაშებს ანიჭებს უპირატესობას. აღმოჩნდა, რომ კლასის 17% პროცენტი თამაშობს
სათამაშოებით, 40 % -კომპ. თამაშებს, ხოლო კლასის უმეტესი ნაწილი - 43 % კი კომპიუტერულ
თამაშებს.
II ჯგუფი_kvleva dawyebiT klasebSi
erTerTma jgufma Caatara gamokiTxva, rogor TamaSebs aniWeben upiratesobas მათი თანატოლები. შედეგები ასე გამოიყურება:
Подписаться на:
Сообщения (Atom)